ფერან ტორესი: ,,ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ბარსელონა იმ ადგილს დაუბრუნდეს, რომელსაც იმსახურებს”

,,ბარსელონას” ახალწვეულმა, ფერან ტორესმა, კატალონიურ გუნდში გადასვლაზე ისაუბრა:

,,ბარსელონაში გადმოსვლა ჩემი ოცნება იყო. ამ გუნდის სიდიადის შესახებ ყველამ ვიცით. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ბარსელონა იმ ადგილს დაუბრუნდეს, რომელსაც იმსახურებს.

ტრავმა ფაქტობრივად მოვიშუშე და სათამაშოდ მზად ვარ. იმედი მაქვს, გულშემატკივრების გახარებას მალე შევძლებ,” – ფერან ტორესის სიტყვებს Mundo Deportivo ციტირებს.


,,ბარსელონამ” ფერან ტორესის სანაცვლოდ ,,მანჩესტერ სიტის” 55 მილიონი ევრო გადაუხადა. ესპანელმა კატალონიურ გუნდთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

მიმდინარე სეზონში ფერანის ანგარიშზე ,,ქალაქელთა” მაისურით ჩატარებულ 7 მატჩში 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემა იყო.

ფერან ტორესი: ,,ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ბარსელონა იმ ადგილს დაუბრუნდეს, რომელსაც იმსახურებს”

სტატიის ავტორი
-