დონარუმა: ,,ახლა ლიგა 1-ის მოგებაზე უნდა ვიფიქროთ”

,,პარი სენ ჟერმენის” მეკარე, ჯანლუიჯი დონარუმა, ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნას სოციალური ქსელის საშუალებით გამოეხმაურა:

,,ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა მძიმე დარტყმა იყო. გასული ორი დღე იოლი არ ყოფილა, მაგრამ სწორედ ასეთი რთული მომენტებით ვძლიერდებით.

ახლა უნდა ვიფიქროთ დღევანდელ დღეზე, ლიგა 1-ის მოგებაზე. ამ ფორმისთვის, გუნდისთვისა და გულშემატკივრებისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რასაც აქამდეც ვაკეთებდით.

დავიწყოთ ყველაფერი თავიდან,” – დაწერა იტალიელმა ინსტაგრამის პირად გვერდზე.


ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ,,რეალმა” ,,პარი სენ ჟერმენს” 3:1 მოუგო. გუნდებს შორის გამართული პირველი მატჩი პარიზული გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა, შედეგად მადრიდელებმა ორი თამაშის ჯამში 3:2 იმარჯვეს და მეოთხედფინალში გავიდნენ.


დონარუმა: ,,ახლა ლიგა 1-ის მოგებაზე უნდა ვიფიქროთ”

სტატიის ავტორი
-