კასანო: ,,როგორც ცენტრალური თავდამსხმელი, ბენზემა რონალდუზე გაცილებით ძლიერია”

იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, ანტონიო კასანომ, ერთმანეთს კარიმ ბენზემა და კრიშტიანუ რონალდუ შეადარა:

,,ჩემი აზრით, როგორც ცენტრალური თავდამსხმელი ბენზემა რონალდუზე გაცილებით ძლიერია. რონალდო, ვან ბასტენი, ლევანდოვსკი, იბრაჰიმოვიჩი… კარიმიც მათ შორისაა.

მიუხედავად იმისა, რომ ბენზემა საფრანგეთის ნაკრებში 6 წელი არ თამაშობდა, ეროვნული გუნდის ბომბარდირთა შორის მაინც მესამე ადგილს იკავებს. კარიმს მკვლელის ინსტინქტი და ზიდანის უნარები აქვს,” – კასანოს სიტყვებს Tuttomercatoweb-ი ციტირებს.


მიმდინარე სეზონში ბენზემას ანგარიშზე ,,რეალის” მაისურით ჩატარებულ 33 შეხვედრაში 30 გოლი და 12 საგოლე გადაცემაა. 34 წლის ფეხბურთელს ,,სამეფო გუნდთან” კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

კასანო: ,,როგორც ცენტრალური თავდამსხმელი, ბენზემა რონალდუზე გაცილებით ძლიერია”

სტატიის ავტორი
-