ბენზემა: ,,ალბათ, ახლა კარიერის საუკეთესო სეზონს ვატარებ”

მადრიდის ,,რეალის” თავდამსხმელმა, კარიმ ბენზემამ, ,,პარი სენ ჟერმენთან” მოგებულ მატჩზე ისაუბრა:

,,არ ვიცი, იყო თუ არა ეს ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი რეალის მაისურით. ლივერპულთან ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრასაც ერთ-ერთ საუკეთესოდ მივიჩნევ.

ალბათ, ახლა კარიერის სეზონს ვატარებ. ყოველთვის მინდა, რომ ყოველი წელი წინაზე უკეთესი იყოს. ვამაყობ, მაგრამ პსჟ-სთან მოგება მთელი გუნდის დამსახურებაა. თითოეული ჩვენგანისთვის ჯადოსნური საღამო გამოვიდა,” – ბენზემას სიტყვებს Marca ციტირებს.


ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის განმეორებით შეხვედრაში ,,რეალმა” ,,პარი სენ ჟერმენს” ბენზემას ჰეთთრიკით 3:1 მოუგო. გუნდებს შორის გამართული პირველი მატჩი პარიზული გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა, შედეგად მადრიდელებმა ორი თამაშის ჯამში 3:2 იმარჯვეს და მეოთხედფინალში გავიდნენ.

მიმდინარე სეზონში ბენზემას ანგარიშზე ,,რეალის” მაისურით ჩატარებულ 33 შეხვედრაში 30 გოლი და 12 საგოლე გადაცემაა. 34 წლის ფეხბურთელს ,,სამეფო გუნდთან” კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

ბენზემა: ,,ალბათ, ახლა კარიერის საუკეთესო სეზონს ვატარებ”

სტატიის ავტორი
-