საქართველოს ნაკრები ქვილითაიას მხარდაჭერას უცხადებს – ქვილით შენთან ვართ!

UEFA-ს ერთა ლიგის ეგიდით გამართულ შეხვედრაში, საქართელომ – ლატვია 1:0 დაამარცხა. აღნიშნულ მატჩში მონაწილეობა ვერ მიიღო გიორგი ქვილითაიამ, რომელმაც ნაკრების ვარჯიშზე მძიმე ტრავმა მიიღო.

საქართველოს ნაკრებისა და ქართველი გულშემატკივრებისათვის ძალიან გულდასაწყვეტი აღმოჩნდა გიორგი ქვილითაიას დანაკლისი. “გენტის” ქართველ ლეგიონერს, მხარდაჭერა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ და ეროვნულმა ნაკრებმა გამოუცხადა.

საქართველოს ნაკრები ქვილითაიას მხარდაჭერას უცხადებს – ქვილით შენთან ვართ!

სტატიის ავტორი
-