2019 წლის აფრიკის ერთა თასის ჩატარების ადგილი ცნობილია

აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციამ (CAF) 2019 წლის აფრიკის ერთა თასის ჩატარება ეგვიპტეში გადაწყვიტა. ეგვიპტეს კონკურენციას მხოლოდ სამხრეთ აფრიკა უწევდა, თუმცა ეგვიპტემ 16 დელეგატის მხარდაჭერა მოიპოვა.

CAF-ის შეხვედრა სენეგალში გაიმართა და მისი მთავარი მიზეზი კამერუნისთვის მასპინძლობის უფლების ჩამორთმევა გახდა. CAF-ის თანახმად, კამერუნში ტურნირისთვის მოსამზადებელი პროცესი ძალიან ნელა და არაეფექტურად მიმდინარეობდა.

ეგვიპტეს ტურნირისთვის მოსამზადებლად სულ რაღაც 6 თვე ექნება – ტურნირი სტარტს ივნისში იღებს. ასევე აღსანიშნავია, რომ აფრიკის ერთა თასს ეგვიპტე უკვე მეხუთედ უმასპინძლებს.

 

2019 წლის აფრიკის ერთა თასის ჩატარების ადგილი ცნობილია

სტატიის ავტორი
-