28 მარტი: დღე საქართველოს ნაკრების ისტორიაში 

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები “დინამო არენაზე” ესპანეთის ეროვნულ გუნდს, ისტორიაში მეორედ უმასპინძლებს.

საქართველოსა და ესპანეთის შეხვედრა 28 მარტს გაიმართება და 20:00 საათზე დაიწყება.

იქამდე, ვიდრე ვილი სანიოლის გუნდი მოედანზე გავა და 2021 წელს პირველი ქულების მოპოვებას შეეცდება, საინტერესოა გავიხსენოთ, თუ როგორია 28 მარტი საქართველოს ნაკრების ისტორიაში.

“ჯვაროსნებს” არსებობის 30-წლიან ისტორიაში 28 მარტის თარიღით აქამდე 4 შეხვედრა ჩაუტარებიათ, საიდანაც ორი ჩვენი გუნდის გამარჯვებით დასრულდა, ორში კი უკეთესი მეტოქე გუნდი აღმოჩნდა.

საქართველო – რუმინეთი 0:2 

წელი: 2001

სტადიონი: ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა (თბილისი)

დასწრება: 27 000

ტურნირი: მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი

შემადგენლობა: დავით გვარამაძე – ლევან სილაგაძე (ალექსანდრე იაშვილი, 72), ლევან კობიაშვილი, ალექსანდრე რეხვიაშვილი, ზურაბ ხიზანიშვილი, კახა კალაძე – გიორგი ნემსაძე (კ), მიხეილ ყაველაშვილი (ზაზა ჯანაშია, 52) – თემურ ქეცბაია (რევაზ ქემოკლიძე, 60), გიორგი ქინქლაძე, შოთა არველაძე.

მთავარი მწვრთნელები: რევაზ ძოძუაშვილი და დავით ყიფიანი.

საქართველო - რუმინეთი 0:2 | Georgia - Romania 0:2 | 28.03.2001 - YouTube

საქართველო – ფარერების კუნძულები 3:1 

წელი: 2007

სტადიონი: ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა (თბილისი)

დასწრება: 8 000ტურნირი: 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი

გოლები: 1:0 დავით სირაძე (27), 2:0, 3:1 ალექსანდრე იაშვილი (47, 90+5)

შემადგენლობა: გიორგი ლომაია – დავით კვირკველია, ლევან ცქიტიშვილი, ლაშა სალუქვაძე, ლევან კობიაშვილი, (კ/55, ყვითელი ბარათი/62, ზურაბ მენთეშაშვილი) – დავით მუჯირი, ჯაბა კანკავა, გიორგი შაშიაშვილი – ალექსანდრე იაშვილი, გიორგი დემეტრაძე, დავით სირაძე (64, ყვითელი ბარათი).

მთავარი მწვრთნელი: კლაუს ტოპმიულერი.

საქართველო - ფარერები 3-1 (2007 წელი) - MYVIDEO

კვიპროსი – საქართველო 2:1 

წელი: 2009

სტადიონი: ანტონის პაპადატუპულოსის არენა (ლარნაკა)

დასწრება: 1151

ტურნირი: 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი

გოლი: 2:1 ლევან კობიაშვილი (71, პენალტი)

შემადგენლობა: გიორგი ლომაია – უჩა ლობჟანიძე (25, ყვითელი ბარათი), გიორგი შაშიაშვილი (75, ყვითელი ბარათი), ზურაბ ხიზანიშვილი (73, ყვითელი ბარათი), ალექსანდრე კვახაძე – დავით ოდიკაძე, ლევან კობიაშვილი (კ), ლუკა რაზმაძე – ლევან მჭედლიძე (დავით სირაძე, 28), ალექსანდრე იაშილი, ბექა გოცირიძე.

მთავარი მწვრთნელი: ჰექტორ რაულ კუპერი.

28 მარტი: დღე საქართველოს ნაკრების ისტორიაში  1

საქართველო – ლატვია 5:0

წელი: 2017

სტადიონი: ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა (თბილისი)

დასწრება: 14 000

ტურნირი: ამხანაგური მატჩი

გოლები: 1:0, ჯანო ანანიძე (18, პენალტი, 78), 2:0, 3:0 გიორგი ქვილითაია (33, 66), 4:0 ჯანო ანანიძე (77), 5:0 89 გიორგი არაბიძე.

შემადგენლობა: გიორგი მაკარიძე – უჩა ლობჟანიძე, გურამ კაშია (კ/ ყვითელი ბარათი, 85), დავით ხოჭოლავა (ყვითელი ბარათი, 75), გიორგი ნავალოვსკი (78, ჯიმი ტაბიძე) – ჯანო ანანიძე (83, ვაკო ყაზაიშვილი), ნიკა კვეკვესკირი, ვაკო გვილია (ოთარ კიტეიშვილი, 36), ჯაბა ჯიღაური (გიორგი არაბიძე, 63) – ვლადიმერ დვალიშვილი (63, ალექსანდრე კობახიძე), გიორგი ქვილითაია (78, ნიკა კაჭარავა).

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი.

საქართველო 5:0 ლატვია - GFF - საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

28 მარტი: დღე საქართველოს ნაკრების ისტორიაში 

სტატიის ავტორი
-