ახალი თარიღი – როდის განახლდება პრემიერლიგა?

პრემიერლიგის მმართველები ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავენ, რათა სეზონი განახლდეს.

ბრიტანულ მედიაში წერენ, რომ მატჩები პირველ ივნისს განახლდება და 6 კვირის განმავლობაში გაიმართება, თუმცა მაყურებლის გარეშე.

ამ სიტუაციაში, ახალი სეზონი 8 აგვისტოს დაიწყება და კლუბები ფინანსურ ზარალს თავიდან აიცილებენ.

ინგლისის ელიტარულ დივიზიონს 29 ტურის შემდეგ 82 ქულით “ლივერპული” ლიდერობს და ჩემპიონონას 2 გამარჯვება აშორებს.

ახალი თარიღი – როდის განახლდება პრემიერლიგა?

სტატიის ავტორი
-