ლობოტკა: ,,ხვიჩას არ ვიცნობდი, ახლა კი ვფიქრობ, რომ მსოფლიოს 3-4 საუკეთესო გარემარბს შორისაა”

,,ნაპოლის” ნახევარმცველმა, სტანისლავ ლობოტკამ, ნეაპოლური გუნდის შემტევზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა:

,,ხვიჩას არ ვიცნობდი. ასეთი ბევრი ადამიანია, რადგან, ვფიქრობ, რუსეთისა და საქართველოს ჩემპიონატებს ბევრი მაყურებელი არ ჰყავს.

ახლა ვფიქრობ, რომ კვარაცხელია მსოფლიოს 3-4 საუკეთესო გარემარბს შორისაა. როცა მას ერთი-ერთზე ეთამაშები, მისი შეჩერება შეუძლებელია,” – განაცხადა ლობოტკამ.

მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე ,,ნაპოლის” მაისურით ჩატარებულ 32 შეხვედრაში 14 გოლი და 16 საგოლე გადაცემაა.

ნეაპოლელები ხვალ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრას ,,მილანის” წინააღმდეგ გამართავენ. მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.

ლობოტკა: ,,ხვიჩას არ ვიცნობდი, ახლა კი ვფიქრობ, რომ მსოფლიოს 3-4 საუკეთესო გარემარბს შორისაა”

სტატიის ავტორი
-