“ახლა მხოლოდ ნაპოლიზე და ჩემპიონთა ლიგაზე ვარ კონცენტრირებული” – კიმმა ჭორები უარყო

“ნაპოლის” ცენტრალურმა მცველმა კიმ მინ ჯაემ პრემიერ ლიგაში გადასვლა უარყო და განაცხადა, რომ მის მიმართ “მანჩესტერის” ინტერესი მხოლოდ ჭორია.

“მოგეხსენებათ, ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. მინდა ჩემს გუნდზე ვკონცენტრირდე. ბევრ ტურნირზე მაქვს შეხვედრები ჩასატარებელი. უკვე წლებია, რაც ასეთი ჭორები მესმის. უბრალოდ არასასიამოვნოა. დიდი იმედი მაქვს, რომ მსგავსი ამბები აღარ გავრცელდება.” – განაცხადა კორეელმა მცველმა.

26 წლის კორეელი იტალიაში არაჩვეულებრივ სეზონს ატარებს. ხვიჩასთან და ოსიმენთან ერთად, ის სპალეტის გუნდის წარმატების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.

კიმმა მის ნაკრებთან ერთად, 24 მარტს კოლუმბიის წინააღმდეგ ამხანაგური შეხვედრა გამართა, რომელიც 2:2 დასრულდა. ცენტრალურმა მცველმა აღნიშნული შეხვედრა სრულად ჩაატარა, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხა.

“ახლა მხოლოდ ნაპოლიზე და ჩემპიონთა ლიგაზე ვარ კონცენტრირებული” – კიმმა ჭორები უარყო

სტატიის ავტორი
-