ალ აჰლი რიად მაჰრეზის მიმართ  ინტერესს იჩენს

სატრანსფერო რადარზე კიდევ ერთი არაბული გუნდი გამოჩნდა. ფაბრიციო რომანოს ინფორმაციის თანახმად, “ალ აჰლი” რიად მაჰრეზით ინტერესდება. სპორტული ჟურნალისტის თქმით, ეს ინტერესი დადასტურებულია. არაბულ კლუბს ალჟირელი შემტევის შეძენა ძალიან სურს. თუმცა, უნდა ითქვას, რომ “ალ აჰლის” “მანჩესტერ სიტისთან” ჯერ მოლაპარაკებებიც კი არ დაუწყია.

მიმდინარე სეზონში მაჰრეზმა “მანჩესტერ სიტის” მაისური 47-ჯერ მოირგო და 13 საგოლე გადაცემასთან ერთად 15 გოლიც გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ არაბული კლუბები ევროპაში მოთამაშე ფეხბურთელების მიმართ ძალიან დიდ ინტერესს იჩენენ. კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ, არაბეთში კონტრაქტს ქარიმ ბენზემამ და ნ’გოლო კანტემაც მოაწერეს ხელი.

ალ აჰლი რიად მაჰრეზის მიმართ ინტერესს იჩენს

სტატიის ავტორი
-