ალეგრი: ,,რაღაც მომენტში დიბალას ეგონა, რომ მესი იყო”

,,იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, პაულო დიბალაზე ისაუბრა, რომელიც ზაფხულში ტურინულ გუნდს დატოვებს:

,,დიბალა საკუთარ თავს უნდა დაუბრუნდეს. რაღაც მომენტში პაულოს ეგონა, რომ ახალი მესი იყო. არ შეიძლება ვინმეს კოპირება ან ვინმეს მიბაძვა.

დიბალას შეუძლია, ფეხბურთს ბევრი მისცეს, მას გამორჩეული ტექნიკური თვისებები აქვს. მან საკუთარი თავი უნდა იპოვოს,” – ალეგრის სიტყვებს Goal.com-ი ციტირებს.


პაულო დიბალა ,,იუვენტუსში” 2015 წელს ,,პალერმოდან” გადავიდა. 28 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე ტურინული კლუბის მაისურით ჩატარებულ 293 შეხვედრაში 115 გოლი და 48 საგოლე გადაცემაა.

ალეგრი: ,,რაღაც მომენტში დიბალას ეგონა, რომ მესი იყო”

სტატიის ავტორი
-