ალმერიამ მაკარიძის გარეშე პენალტებში მოიგო – კოპა დელ რეის საუკეთესო 8 გუნდში ორი ქართველისაა

ესპანეთის სამეფო თასის მერვედფინალური ეტაპის შეხვედრაში, ლა ლიგა 2-ის წარმომადგენელმა “ალმერიამ” პრიმერა დივიზიონელიოსასუნას” დამარცხება მოახერხა.

შეხვედრის ძირითადი დრო და დამატებითი ტაიმები უგოლოდ დასრულდა, 11-მეტრიანი დარტყმების სერიაში კი უკეთესი ქვედა დივიზიონის წარმომადგენელი გუნდი აღმოჩნდა და – 5:4 იმარჯვა.

ალმერიას” ძირითად შემადგენლობაში არ ყოფილა გიორგი მაკარიძე, თუმცა მისმა შემცვლელმა იყოჩაღა და 2 პენალტის მოგერიება მოახერხა.

საქართველოს ნაკრების გოლკიპერის გუნდმა გზად “ჰოსპიტალეტი“, “ნუმანსია” და “ალავესი” დაამარცხა და 1/4-ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც მისი მეტოქე მოგვიანებით გაირკვევა.

საუკეთესო 8 გუნდს შორის ადგილი “ვილიარეალმა“, “ბარსელონამ”, “სევილიამ” და გიორგი ქოჩორაშვილის “ლევანტემ” უკვე მოიპოვეს.

30 წლის ქართველს ამ სეზონში ყველა ტურნირზე 15 შეხვედრაში აქვს ნათამაშები, სადაც 10 გოლი გაუშვა და 7-ჯერ კარი მშრალად შეინახა.

ალმერიამ მაკარიძის გარეშე პენალტებში მოიგო – კოპა დელ რეის საუკეთესო 8 გუნდში ორი ქართველისაა

სტატიის ავტორი
-