ალჟირელი ფეხბურთელი მატჩის დროს მიღებული გულის შეტევით გარდაიცვალა

ალჟირული გუნდის, ,,საიდას” კაპიტანი, სოფიან ლუკარი, საავადმყოფოში გადაყვანისას, მატჩის დროს მიღებული გულის შეტევის შედეგად გარდაიცვალა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ტრაგიკული შემთხვევა ალჟირის საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე დივიზიონის შეხვედრაში მოხდა, რომელშიც ერთმანეთს ,,ორანი” და ,,საიდა” ხვდებოდნენ.

პირველ ტაიმში ლუკარი მისივე გუნდის მეკარეს თავით შეეჯახა, სამედიცინო ჩარევის შემდეგ თამაშის გაგრძელება შეძლო, თუმცა, 10 წუთში, უეცრად, მოედანზე დაეცა.

 


ალჟირელი ფეხბურთელი მატჩის დროს მიღებული გულის შეტევით გარდაიცვალა

სტატიის ავტორი
-