ამხანაგურ შეხვედრაში მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კრიშტიანუ რონალდუ დასახელდა

საუდის არაბეთში რონალდუს დებიუტი შედგა. “მეფე ფაჰდის სტადიონზე” “ალ-ჰილალისა” და “ალ-ნასრის” საუკეთესო ფეხბურთელებისგან დაკომპლექტებული გუნდი “პსჟ-ს” დაუპირისპირდა. შეხვედრა საკმაოდ სანახაობრივი გამოვიდა, ჯამში მაყურებელმა 9 გოლი იხილა. საბოლოო ანგარიში 4:5 დაფიქსირდა და გამარჯვებულები პარიზელები გამოვიდნენ.

შეხვედრა ლიონელ მესის გოლით გაიხსნა, რომელსაც კრიშტიანუ რონალდუმ მალევე უპასუხა. შემდეგი მარკინიოსის გოლი იყო, რომლითაც “პსჟ” წინ გავიდა, თუმცა, კრიშტიანუმ პირველივე ტაიმში დუბლი შეასრულა და მატჩის პირველი ნახევარი ფრედ დასრულდა.

მეორე ნახევარში მაყურებელმა კიდევ 5 გოლი იხილა, მაგრამ ამჯერად მათი ავტორები არც მესი და არც რონალდუ არ ყოფილან.

საბოლოოდ, პორტუგალიელს გარჯა დაუფასდა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ სწორედ ის დასახელდა.

https://twitter.com/Football__Tweet/status/1616153015446011910?fbclid=IwAR2lRlqWx94t2wP7AVoSIl1Pjc1sAFSwDE6o4HOa9Rvw81Pi1vajbNcGLCg

შემდეგი შეხვედრა კრიშტიანუს “ალ ეთიფაქის” წინააღმდეგ ელის, რომელიც 22 იანვარს 21:30 წუთზე გაიმართება. რაც შეეხება ლეოს, მისი შემდეგი მოწინააღმდეგე საფრანგეთის თასზე “პაის დე კასელი” იქნება. აღნიშნული დაპირსპირება 23 იანვარს, 23:45 საათზე შედგება.

ამხანაგურ შეხვედრაში მატჩის საუკეთესო მოთამაშედ კრიშტიანუ რონალდუ დასახელდა

სტატიის ავტორი
-