ანხელ დი მარია მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზად იქნება

სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში, “იუვენტუსი” “მაკაბი ჰაიფას” წინააღმდეგ 2:0 დამარცხდა. ამ წაგების გარდა, “ბებერი ქალბატონისთვის” მატჩში კიდევ ერთი ცუდი რამ მოხდა. იტალიელებს წამყვანი მოთამაშე ანხელ დი მარია დაემტვრათ.

ანხელ დი მარია მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზად იქნება 1

გარდა “იუვეს” გულშემატკივრებისა, ეს ფაქტი საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა არგენტინელი ფანებისთვისაც. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 34 წლის ფეხბურთელი მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებდა, თუმცა, ეს ყველაფერი მცდარი აღმოჩდა.

როგორც ფაბრიციო რომანო იტყობინება, არგენტინელი ფეხბურთელი ყატარში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატისთვის სრულად გამოჯანმრთელებული იქნება. ტრავმა ისეთი სერიოზული არ აღმოჩნდა, როგორსაც გულშემატკივრები ვარაუდობდნენ. არგენტინელი ფეხბურთელი 20 დღეს იუქმებს და “იუვენტუსს” “ბენფიკას” წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში ვერ დაეხმარება.

ვიდრე ტურინელები პორტუგალიელებს დაუპირისპირდებიან, წინ სერია A-ს ორი შეხვედრა ელით. “ბებერ ქალბატონს” მომავალ ტურში გასვლაზე “ტორინოს” წინააღმდეგ აქვს შეხვედრა ჩასატარებელი, რის შემდეგაც “ემპოლის” დაუპირისპირდება.

ანხელ დი მარია მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზად იქნება

სტატიის ავტორი
-