24 ოქტომბერს ესპანეთის ჩემპიონატის მე-7 ტურში “ნოუ კამპზე” ელ კლასიკო გაიმართა. შეხვედრა მადრიდელთა გამარჯვებით 1:3 დასრულდა.
ელ კლასიკოში პირველი გოლი ფედე ვალვერდემ მე-5 წუთზე გაიტანა, ურუგვაელის გოლს სულ რაღაც 3 წუთში ანსუ ფატიმ უპასუხა და წონასწორობა მე-8 წუთზე აღადგინა.
ანსუ ფატი 21-ე საუკუნეში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, ვისაც ელ კლასიკოში გოლი გაუტანია. მან ეს 17 წლისა და 359 დღის ასაკაში მოახერხა.
⚽@ANSUFATI
✅ 17 anys
✅ Jugador més jove en marcar en #ElClásico
✅ Igualar el rècord de màxim golejador menor de 18 anys en @LaLigaH I S T Ò R I C ⚡ pic.twitter.com/vZ2JjsXtrm
— FC Barcelona (@FCBarcelona_cat) October 24, 2020
ფატიმ ვინისიუსის შედეგი გააუმჯობესა – ბრაზილიელმა ელ კლასიკოში გოლის გატანა 19 წლისა 233 დღის ასაკში შეძლო.
ახალგაზრდა ესპანელის უდიდესი პროგრესი სახეზეა, ის თამაშიდან თამაშამდე უმატებს და მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ახალგაზრდაა, ამ სეზონში “ბარსელონას” ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ შეგვიძლია მივიჩნიოთ.
ახალგაზრდა შემტევი ესპანეთის ნაკრების სრულფასოვანი წევრი გახლავთ, ასეთ ასაკში თამაშობდე ეროვნულ ნაკრებში ნამდვილად ბევრ რამეზე მეტყველებს.
მე-7 ტურში განცდილი მარცხის შემდეგ “ბარსელონა” თავისთვის შეუფერებელ მე-12 ადგილს იკავებს. რაც შეეხება კატალონიელთა პრინციპულ მეტოქეს “მადრიდის რეალს”, ელ კლასიკოში მოპოვებული 3 ქულის შემდეგ ლა ლიგის ცხრილის სათავეშია.