არეულობა ბარსელონაში – პიკემ და გრიზმანმა ერთმანეთს აგინეს

კატალონიის “ბარსელონასა” და “პსჟ-ს” დაპირისპირება საკმაოდ დაძაბული აღმოჩნდა. საბოლოო ჯამში კი კატალონიური კლუბი შინ 1:4 დამარცხდა და მათ 1/4 ფინალში გასვლის შანსი თითქმის არ დარჩათ.

შეხვედრის პირველ ტაიმში, როდესაც ანგარიში 1-1 იყო, ჟერარ პიკესა და ანტუან გრიზმანს შორის კონფლიქტი და შელაპარაკება მოხდა, როდესაც სტუმარი გუნდი კუთხურის მოსაწოდებლად ემზადებოდა, პიკემ თანაგუნდელების გამხნევება სცადა:

პიკე: ერთი ხანგრძლივი გათამაშება, ამის დედაც! მიდით, ერთი ხანგრძლივი გათამაშება!

გრიზმანი: დამშვიდდი, ნუ ყვირი

პიკე: ამის დედაც, გრიზი

გრიზმანი: შენ შე***ი.

პიკე: არა, შენ შე***ი. ვიტანჯებით და ეს უკვე 5 წუთია გრძელდება.

გრიზმანი: ნუ ყვირი.

სიტუაციის განმუხტვას ლანგლე შეეცადა, რომელმაც კუთხურის დროს დაცვის ორგანიზება დაიწყო.

პიკე: ამის დედაც, გიჟებივით დავრბივართ.

გრიზმანი: მეც დავრბივარ.

არეულობა ბარსელონაში – პიკემ და გრიზმანმა ერთმანეთს აგინეს

სტატიის ავტორი
-