ბრაზილიურმა კლუბმა “სანტოსმა” ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გუნდს ახალი მწვრთნელი ეყოლება – არგენტინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ჯორჯ სამპაოლი.
წარუმატებელი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ სამპაოლი უმუშევარი გახლდათ. არგენტინელი მწვრთნელისა და “სანტოსის” კავშირისთვის მხოლოდ საბოლოო დეტალებიღაა შესათანხმებელი.
გთავაზობთ ვიდეოს, სადაც იხილავთ თუ როგორ დახვდნენ “სანტოსის” გულშემატკივრები სამპაოლის: