,,რეალმა” მომავალი სეზონისთვის გუნდის კაპიტნები ოფიციალურად წარადგინა.
,,სამეფო კლუბის” კაპიტანი ნაჩო ფერნანდესი იქნება, ვიცეკაპიტანი – ლუკა მოდრიჩი, მე-3 და მე-4 კაპიტნები კი – დანი კარვახალი და ტონი კროოსი.
გასულ სეზონში მადრიდელთა კაპიტანი კარიმ ბენზემა იყო, რომელმაც ზაფხულში გუნდი დატოვა და ,,ალ იტიჰადს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
,,რეალი” 2023-2024 წლების სეზონის პირველ მატჩს 13 აგვისტოს, ,,ბილბაოსთან” სტუმრად გამართავს.