აშრაფ ჰაკიმის გაუპატიურების ბრალდება წაუყენეს | საქმეზე გამოძიება უკვე დაწყებულია

Daily Mail-ის თანახმად, მაროკოსა და “პსჟ-ს” მცველს აშრაფ ჰაკიმის გაუპატიურების ბრალდება წაუყენეს. 24 წლის ფეხბურთელი ახლაგზრდა ქალბატონის გაუპატიურებაში არის ბრალდებული.

https://twitter.com/DeadlineDayLive/status/1631601616284528642

აღნიშნულთან დაკავშირებით, დაზარალებულმა პოლიციას გასულ კვირას შეატყობინა, თუმცა, საქმე არ აღძრულა. ფეხბურთელს ბრალი ოფიციალურად პარასკევს წაუყენეს, როცა ის განყოფილებაში დაკითხეს.

ჰაკიმის ადვოკატი თავიდანვე აცხადებდა, რომ მისი კლიენტის მიმართ ყველა ბრალდება სიცრუეა.

„ბრალდებები სიცრუეა. ჰაკიმი მშვიდად არის და მზადაა გამოძიებასთან ითანამშრომლოს” – განაცხადა ჰაკიმის ადვოკატმა ფანი კოლინმა.

გავრცელდა “პსჟ-ს” განცხადება, სადაც გუნდი მის ფეხბურთელს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

CNN-ის ინფორმაციისთ, საქმეს პარიზთან ახლოს მდებარე ოლქის, ნანტერის პროკურატურა იძიებს.

აშრაფ ჰაკიმის გაუპატიურების ბრალდება წაუყენეს | საქმეზე გამოძიება უკვე დაწყებულია

სტატიის ავტორი
-