ბადრი კვარაცხელია | ხვიჩა რუბინს აუცილებლად დატოვებს

ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერთან დაკავშირებით სპეკულაციები არ ცხრება. რუსული გამოცემების მტკიცებით, კვარაცხელიას არაერთი მსურველი ჰყავს, თუმცა განსაკუთრებულ ინტერესს “ლიდსი” იჩენს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხვიჩა კვარაცხელია რუბინს ზაფხულში დატოვებს.

soccer.ru-სთან საუბარში, ხვიჩა კვარაცხელიას მამამ საინტერესო კომენტარი გააკეთა. ბადრი კვარაცხელიას მტკიცებით, ამ ზაფხულს ხვიჩა “რუბინს” აუცილებლად დატოვებს.

“100%-ით დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ხვიჩა “რუბინს” ამ ზაფხულს დატოვებს. არ შემიძლია იმის თქმა, თუ რომელ კლუბში გადავა. ხვიჩას მიმართ დაინტერესებას უამრავი კლუბი იჩენს – დაისვენებს და თავად გადაწყვეტს სად ურჩევნია თამაში. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩემი შვილი რუსეთში არ დარჩება”, – აღნიშნა ბადრი კვარაცხელიამ. 

სხვადასხვა წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კვარაცხელიას მსურველთა შორის “ლიდსი” დომინირებს. პრემიერ ლიგის კლუბის სპორტულმა დირექტორმა და საკულტო ფიგურამ – ვიქტორ ორტამ, ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებები უკვე წამოიწყო. ხვიჩა კვარაცხელიას სანაცვლოდ, “ლიდსის” მესვეურები მზად არიან £26 მილიონი გადაიხადონ.

ბადრი კვარაცხელია | ხვიჩა რუბინს აუცილებლად დატოვებს

სტატიის ავტორი
-