ბაიერნი მზადაა, ტოტენჰემს კეინის სანაცვლოდ 100 მილიონ ევრომდე შესთავაზოს

,,ბაიერნი” ,,ტოტენჰემის” თავდამსხმელის, ჰარი კეინის ტრანსფერზე მუშაობას განაგძობს და ლონდონურ გუნდს ახალი წინადადებით მიმართავს. ინფორმაციას CBS Sports-ის ჟურნალსტი, ბენ ჯეიკობსი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ,,რეკორდმაისტერი” ,,დეზებს” ფეხბურთელის სანავლოდ 93 მილიონ ევროს შესთავაზებს (ბონუსების გათვალისწინებით). თუმცა, ამ ეტაპზე, ,,ტოტენჰემის” პოზიცია უცვლელია – მათ კლუბის საუკეთესო ბომბარდირის გაყიდვა ამ ზაფხულს არ სურთ.

,,ბაიერნმა” ლონდონელებს რამდენიმე დღის წინ 70 მილიონი ევროც შესთავაზა (ბონუსების გარეშე), რაზეც უარი მიიღო.

2022-2023 წლების სეზონში კეინმა ,,ტოტენჰემის” მაისურით ჩატარებულ 49 შეხვედრაში 32 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა. 29 წლის თავდამსხმელს ,,დეზებთან” კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს.

ბაიერნი მზადაა, ტოტენჰემს კეინის სანაცვლოდ 100 მილიონ ევრომდე შესთავაზოს

სტატიის ავტორი
-