ბაიერნის მატჩის საყურებლად გულშემატკივარი ხეზე ავიდა

კორონავირუსის პანდემიის გამო, პრაქტიკულად ყველა სპორტული ღონისძიება შეჩერებულია. 2 თვიანი შეზღუდვების შემდეგ, 16 მაისს გერმანიის ბუნდესლიგა განახლდა.

ბუნდესლიგის განახლების მიუხედავად, მატჩებზე გულშემატკივართა დასწრება აკრძალულია. 17 მაისს, “უნიონ ბერლინი” “ბაიერნს” დაუპირისპირდა – ერთ-ერთმა გულშემატკივარმა კი მატჩის ყურების ორიგინალური მეთოდი აირჩია. ახალგაზრდა მამაკაცი, 12-მეტრიან ხეზე ავიდა, რათა “ბაიერნის” თამაშისთვის ეყურება. სამწუხაროდ გულშემატკივრის “ბედნიერება” მხოლოდ რამდენიმე წუთით გაგრძელდა, რის შემდეგად სამართალდამცავებმა მას ხიდან ჩამოსვლა აიძულეს.

“უნიონ ბერლინის” სტადიონის გარშემო სარეკრეაციო ზონა და პარკია მოწყობილი, რომლის გარკვეული ნაწილებიდან მატჩის ყურება სტადიონზე მიუსვლელადაა შესაძლებელი.

 

ბაიერნის მატჩის საყურებლად გულშემატკივარი ხეზე ავიდა 1ბაიერნის მატჩის საყურებლად გულშემატკივარი ხეზე ავიდა 2

ბაიერნის მატჩის საყურებლად გულშემატკივარი ხეზე ავიდა

სტატიის ავტორი
-