ბაიერნის პრეზიდენტმა ბრალდებას უპასუხა: ,,ჩვენ ფეხბურთელებს კონკურენტების შესასუსტებლად არ ვყიდულობთ”

მიუნხენის ,,ბაიერნის” პრეზიდენტმა, ჰერბერტ ჰაინერმა, უპასუხა ბრალდებას იმის შესახებ, რომ ,,რეკორდმაისტერმა” ,,ლაიფციგი” განზრახ დაასუსტა:

,,ბაიერნი ფეხბურთელებს ყიდულობს არა იმისთვის, რომ კონკურენტები შეასუსტოს, არამედ იმიტომ, რომ საკუთარი პოზიციები გააძლიეროს. უპამეკანოსა და ზაბიცერის ტრანსფერები ლოგიკური ნაბიჯია. ნაგელსმანი მათთან ერთად მუშაობდა და მათ კარგად იცნობს.

რეალურად, ლაიფციგის დასუსტება ჩვენი მიზანი არ ყოფილა. ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზე სხვა მეტოქეებიც გვყავს. ვცდილობთ, ავაშენოთ გუნდი, რომელიც კონკურენტუნარიანი იქნება არამხოლოდ გერმანიაში, არამედ ევროპაშიც,” – განაცხადა ჰაინერმა.


მიუნხენის ,,ბაიერნმა” გასულ ზაფხულს ,,ლაიფციგიდან” ორი ფეხბურთელი – დაიო უპამეკანო, მარსელ ზაბიცერი და მთავარი მწვრთნელი – იულიან ნაგელსმანი გადაიყვანა.

ბაიერნის პრეზიდენტმა ბრალდებას უპასუხა: ,,ჩვენ ფეხბურთელებს კონკურენტების შესასუსტებლად არ ვყიდულობთ”

სტატიის ავტორი
-