ბარსელონას მეორე გუნდს რაფაელ მარკესი ჩაიბარებს

მექსიკის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის ,,ბარსელონას” ყოფილი ფეხბურთელი, რაფაელ მარკესი ,,ბარსა ბ-ს” მთავარი მწვრთნელი გახდება. ინფორმაციას Diario Sport-ი ავრცელებს.

მექსიკელი სერჟი ბარჟუანს ჩაანაცვლებს, რომელმაც კლუბში ერთი სეზონი გაატარა.

,,ბარსელონაში” მარკესს ბ-გუნდისთვის იდეალურ მწვრთნელად მიიჩნევენ, რადგან მას ხავისთან კარგი ურთიერთობა აქვს.

,,ბარსელონა ბ-ს”, რომელიც ესპანეთის რანგით მესამე ლიგაში თამაშობს, მომავალი სეზონიდან სახელი შეეცვლება და ,,ბარსელონა ატლეტიკის” სახელით იასპარეზებს.

მარკესის სამწვრთნელო კარიერა გასულ წელს ესპანურ ,,ალკალაში” დაიწყო.


ბარსელონას მეორე გუნდს რაფაელ მარკესი ჩაიბარებს

სტატიის ავტორი
-