ბარსელონა კუმანის მთავარ შემცვლელად ხავის განიხილავს

რონალდ კუმანის დრო “ბარსელონაში” ამოიწურა: წარუმატებელი შედეგებისა და უსახური ფეხბურთის ფონზე, ნიდერლანდელი გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს.

კუმანმა, რომელიც გუნდის ერთ-ერთ ლეგენდად ითვლება, 2020/21 წლების სეზონში გუნდის რეაბილიტაცია ვერ შეძლო. მისი გათავისუფლების საბაბი მადრიდის “რეალთან” და “რაიო ვალეკანოსთან” ზედიზედ განცდილი 2 მარცხი გახდა.

ახლა, კატალონიური კლუბის მთავარი დავალება, ახალი მწვრთნელის მოძებნაა.

როგორც ესპანურ, ასევე მსოფლიო სპორტულ მედიაში, ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ “ბლაუგრანას” ერთ-ერთი მთავარი სამიზნე გუნდის ყოფილი ფეხბურთელი, ლეგენდარული მოთამაშე, ხავია.

ხავიმ, რომელიც ამჟამად საუდის არაბეთის “ალ-სადს” მართავს, ამ თვის დასაწყისში გააჟღერა, რომ “ბარსელონაში” მწვრთნელის რანგში დაბრუნებას განიხილავდა.

“ბარსელონასგან ნებისმიერი შეთავაზება განიხილება, შეფასდება და შემდეგ გადაწყვეტილება მიიღება.”

“არ ვიცი სად მიმიყვანს მომავალი, მაგრამ მე მზად ვარ ყველა გამოწვევისათვის.”, – აცხადებს ხავი TVE-სთან.

ბარსელონა კუმანის მთავარ შემცვლელად ხავის განიხილავს

სტატიის ავტორი
-