ბარსელონა სიტის ფეხბურთელით ინტერესდება

“ბარსელონა” “მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველით, ილქაი გიუნდოგანით დაინტერესდა.

“ბლაუგრანა” გერმანელი ფეხბურთელის შეძენას ზაფხულში შეეცდება. “ბარსელონაში” თვლიან, რომ ინგლისელები გერმანელის გასაყიდად მზად იქნებიან, რათა ის ერთი წლის შემდეგ უფასოდ არ დაკარგონ.

მიმდინარე სეზონში, გიუნდოგანმა, “მანჩესტერ სიტის” მაისურით ჩატარებულ 31 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

ბარსელონა სიტის ფეხბურთელით ინტერესდება

სტატიის ავტორი
-