ბარსელონამ 17 ფეხბურთელი ტრანსფერზე დააყენა

კატალონიის “ბარსელონაში” ძირეული ცვლილებები დაიწყო. ეს ყველაფერი ჩემპიონთა ლიგის მეოთეხედფინალში განცდილმა მარცხმა გამოიწვია, სადაც “ბლაუგრანა” “ბაიერნთან” 2:8 დამარცხდა.

დღეს კატალონიური პრესა ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კლუბმა 17 ფეხბურთელი ტრანსფერზე დააყენა.

ჩამოთვლილ ფეხბურთელებში შედიან ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან ლუის სუარესი, ბუსკეტსი, ხორდი ალბა და ა.შ

ხელშეუხებელნი მხოლოდ მესი, ტერ შტეგენი და დე იონგი არიან.

არ გაიყიდებიან ასევე ახალგაზრდა ფეხბურთელები, ანსუ ფატი და რიკი პუჩი.

დანარჩენი ყველა ფეხბურთელი შესაძლოა კლუბმა გაყიდოს.

ბარსელონამ 17 ფეხბურთელი ტრანსფერზე დააყენა

სტატიის ავტორი
-