ბარსელონამ და რეალმა ატლეტიკოს ჩემპიონობა მიულოცეს

ლა ლიგის ბოლო, 38-ე ტურში, მადრიდის ,,ატლეტიკომ” ,,ვალიადოლიდი” სტუმრად 2:1 დაამარცხა და ესპანეთის ჩემპიონობა ოფიციალურად გაიფორმა.

,,როხიბლანკოს” ტიტულის მოგება უშუალო კონკურენტებმა – ,,რეალ მადრიდმა” და კატალონიის ,,ბარსელონამ” მიულოცეს:

,,ატლეტიკო, გილოცავთ საჩემპიონო ტიტულს, რომელიც დღეს მოიპოვეთ,” – წერია ,,ბარსელონას” ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე.



რაც შეეხება ,,რეალს”, ,,სამეფო გუნდმა” ჩემპიონობა ,,როხიბლანკოს” გულშემატკივრებსაც მიულოცა:

,,ვულოცავთ ატლეტიკოსა და გუნდის ქომაგებს ლა ლიგის 2020/21 წლების სეზონის მოგებას.”


 


 

ბარსელონამ და რეალმა ატლეტიკოს ჩემპიონობა მიულოცეს

სტატიის ავტორი
-