ბარსელონამ გუნდის რეკორდი დაამყარა

ლა ლიგის 33-ე ტურში ,,ბარსელონამ” ,,ოსასუნას” უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა.

ხავის გუნდმა ესპანეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში კარის მშრალად შენახვა 25-ედ შეძლო, რაც კატალონიელთა რეკორდია.

აქამდე მათი საუკეთესო შედეგი 1986-1987 წლების სეზონში დაფიქსირდა, როცა ,,ბარსელონამ” გოლი 24 მატჩში არ გაუშვა.

ამ მხრივ ლა ლიგის რეკორდსმენი ,,დეპორტივოა”, რომელმაც 1993/94 წლებში გოლის გაუშვებლად 26 შეხვედრა ჩაატარა.

ბარსელონამ გუნდის რეკორდი დაამყარა

სტატიის ავტორი
-