ბარსელონამ ლა ლიგაში 17 ფეხბურთელი დაარეგისტრირა, მათ შორის ახალწვეულები არ არიან

,,ბარსელონას” ლა ლიგაში ახალწვეულები ჯერჯერობით არ დაურეგისტრირებია. ინფორმაციას Diario Sport-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ტურნირში მონაწილეობისთვის კატალონიელებმა ამ ეტაპზე 17 მოთამაშე დაარეგისტრირეს, თუმცა მათ შორის რობერტ ლევანდოვსკი, ჟიულ კუნდე, რაფინია, ფრანკ კესი და ანდრეას კრისტენსენი არ არიან.

შემადგენლობაში ვერ მოხვდნენ ვერც სერხი რობერტო და უსმან დემბელე, რომლებთანაც კლუბმა ახალი კონტრაქტები გააფორმა.

ამავდროულად, ,,ბარსელონამ” დაარეგისტრირა ფეხბურთელები, რომლებსაც სათამაშო ნომერი არ აქვთ, მათ შორის სამუელ უმტიტი, მარტინ ბრეიტუეიტი და ნიკო გონსალესი.

ხავის გუნდი ლა ლიგის ახალი სეზონის პირველ შეხვედრას შაბათს, 13 აგვისტოს, ,,რაიო ვალეკანოს” წინააღმდეგ გამართავს.


ბარსელონამ ლა ლიგაში 17 ფეხბურთელი დაარეგისტრირა, მათ შორის ახალწვეულები არ არიან

სტატიის ავტორი
-