ბარსელონას სერიოზული დანაკლისი ნაპოლისთან – 4 ფეხბურთელი, აქედან 2 ძირითადის

კორონავირუსით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ,  8 აგვისტოს ჩემპიონთა ლიგა, 1/8-ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩები გაიმართება.

დღის ცენტრალური მატჩი  ბარსელონაში შედგება, სადაც “ბარსელონა” იტალიურ “ნაპოლის” დაუპირისპირდება. პირველი მატჩი ნეაპოლში 1:1 დასრულდა და ყველაფერი დღევანდელ შეხვედრაში გადაწყდება. “ბარსელონა” სერიოზულ გასაჭირშია, რადგან მათი ლაზარეთი და დანაკლისი საკმაოდ დიდია.

კატალონიელებს დააკლდებათ გუნდის ცენტრი და ღერძი – სერხიო ბუსკეტსი, ასევე – არტურო ვიდალი, უსმან დემბელე, სამუელ უმტიტი. ეს ფეხბურთელები რომლებიც ჩამოვთვალეთ, ოფიციალურად არის დადასტურებული, რომ დღევანდელ მატჩს გამოტოვებენ, თუმცა ასევე მიკრო ტრავმები აწურებთ: ანტუან გრიზმანს და  კლემენტ ლენგლეს, მათი ბედი თამაშამდე რამდენიმე საათით ადრე გადაწყდება.

დაპირისპირება თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

ბარსელონას სერიოზული დანაკლისი ნაპოლისთან – 4 ფეხბურთელი, აქედან 2 ძირითადის

სტატიის ავტორი
-