ბარსელონას ფენომენალური სტატისტიკა ნოუ კამპზე, ესპანეთის სამეფო თასის მატჩებში

“ბარსელონა” ესპანეთის სამეფო თასზე, საკუთარ კედლებში პრაქტიკულად დაუმარცხებელია. 

გუნდს “ნოუ კამპზე” 2013 წლის შემდეგ არ წაუგია. ბოლოს საკუთარ მოედანზე 6 წლის წინ დამარცხდა. ესპანეთის სამეფო თასზე “ბარსელონამ” საკუთარ კედლებში 2013 წლის 26 თებერვალს, “რეალთან” 1:3 წააგო.

“ბლანკოსთან” მარცხის შემდეგ “ბლაუგრანამ” “ნოუ კამპზე” 19 შეხვედრა ჩაატარა, აქედან 18 მოიგო, ხოლო 1 მატჩი ფრედ დასრულდა.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის სამეფო თასის ნახევარფინალში ერთმანეთს “ბარსელონა” და “რეალი” ხვდებიან. პირველი შეხვედრა ხვალ, 6 თებერვალს ღამის 12 საათზე “ნოუ კამპზე” გაიმართება.

ბარსელონას ფენომენალური სტატისტიკა ნოუ კამპზე, ესპანეთის სამეფო თასის მატჩებში

სტატიის ავტორი
-