ბარსელონას საპრეზიდენტო არჩევნების ახალი თარიღი ცნობილია 

“ბარსელონას” ოფიციალურ ვებგვერდზე კლუბის საპრეზიდენტო არჩევნების ახალი თარიღი განთავსდა.
ცნობილი გახდა, რომ კლუბის ახალი მესვეურის არჩევა 2021 წლის 7 მარტს მოხდება.

აქამდე, არჩევნების ჩატარება 24 იანვარს იგეგმებოდა, თუმცა კატალონიის ხელისუფლებამ კლუბს განუცხადა, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ამომრჩეველს მუნიციპალიტეტებს შორის თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობას არ აძლევს.

ამჟამად, “ბლაუგრანას” ხელმძღვანელის სავარძლის მოსაპოვებლად სამი კანდიდატი იბრძვის: ჟოან ლაპორტა, ვიქტორ ფონტი და ტონი ფრეიშა. ემილი რუსომ და აუგუსტი ბენედიტომ თავიანთი კანდიდატურები მოხსნეს, პირველმა მათგანმა მიმდინარე პროცესს ბინძური ომი უწოდა.

2020 წლის შემოდგომაზე ხოსეპ მარია ბართომეუმ “ბარსელონას” პრეზიდენტის პოსტი მას მერე დატოვა, რაც იგი ბოლო წლების წარუმატებელი შედეგების და გუნდის კაპიტნის ლიონელ მესის მიერ კლუბიდან წასვლის სურვილის გამოთქმის შემდეგ მასობრივი კრიტიკის ქარცეცხლში აღმოჩნდა.

ბარსელონას საპრეზიდენტო არჩევნების ახალი თარიღი ცნობილია 

სტატიის ავტორი
-