ბათუმის ახალი სტადიონი 27 ოქტომბერს გაიხსნება

ბათუმის ახალი სტადიონი 27 ოქტომბერს, თანაც საფეხბურთო მატჩის გარეშე გაიხსნებება.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი ავრცელებს, რომელიც Instagram-ის პირად გვერდზე სწორედ აჭარის ახალი არენიდან გადაღებულ ფოტოს ანთავსებს, წარწერით: “ბათუმის ახალი სტადიონი, 18 საათი გახსნამდე”. 

ბათუმის ახალი სტადიონი 27 ოქტომბერს გაიხსნება 1

ოქტომბრის პირველ ნახევარში სფფ-მ სკოპიედან დაანონსა, რომ ისინი უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის ბოლო ორ შეხვედრას სომხეთისა და ესტონეთის ნაკრებების წინააღმდეგ, უდიდესი ალბათობით ბათუმის ახალ სტადიონზე ჩაატარებდნენ, იქამდე კი ამ არენას შესაძლოა ეროვნული ლიგის მე-14 ტურის შეხვედრისთვის (“დინამო ბათუმი” – თბილისი “ლოკომოტივი”) ემასპინძლა, თუმცა კორონავირუსის გამო, მატჩი 26 ნოემბრისთვის გადაიდო.

აღნიშნული საკითხი Live.ge-მ ფეხბურთის ფედერაციის პრესსასმახურში გადაამოწმა, სადაც დაგვიდასტურეს, რომ სტადიონი სწორედ 27 ოქტომბერს გაიხსნება.

ბათუმის ახალი სტადიონი 27 ოქტომბერს გაიხსნება

სტატიის ავტორი
-