ბენჯამინ მენდის უცნაური ამბავი – ფეხბურთელი სიტისთან ერთად არ ივარჯიშებს

Goal.com-ის ინფორმაციით, “მანჩესტერ სიტის” თავკაცმა, პეპ გვარდიოლამ, ბენჟამინ მენდისთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო: ესპანელი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, ბენჯამინ მენდი ძირითად გუნდთან ერთად აღარ ივარჯიშებს.

საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ბენჟამინ მენდიმ აღდგენით პროცედურებზე 3 საათით დაიგვიანა, რადგან მანამდე ენტონი ჯოშუასა და ალექსანდერ პოვეტკინის ბრძოლის საყურებლად იმყოფებოდა.

ცხადია, აღნიშნული მიზეზი გვარდიოლამ გამამართლებლად არ მიიჩნია, რის გამოც 24 წლის ფეხბურთელი ძირითადი გუნდიდან დროებით მოკვეთა.

ბენჯამინ მენდის უცნაური ამბავი – ფეხბურთელი სიტისთან ერთად არ ივარჯიშებს

სტატიის ავტორი
-