ბენზემა | ვფიქრობ ზიდანი რეალში დარჩება

სპეკულაციების მიუხედავად, მადრიდის “რეალის” ფრანგი ვარსკვლავი – კარიმ ბენზემა მიიჩნევს, რომ ზინედინ ზიდანი “სამეფო კლუბს” არ დატოვებს.

წლევანდელ სეზონში ფანტასტიკური ასპარეზობის შედეგად, კარიმ ბენზემა საფრანგეთის ნაკრებში გამოიძახეს – ხანგრძლივი “დისკვალიფიკაციის” შემდეგ, ბენზემა ნაკრებში დაბრუნდა და ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. L’Equipe-სთან საუბარში, ბენზემამ წლევანდელი სეზონი შეაფასა და აღნიშნა, რომ ზიდანის გუნდიდან შესაძლო წასვლის შესახებ გავრცელებული ჭორების არ სჯერა.

“ამ დროისათვის ის კვლავ “რეალის” მწვრთნელია. არ მჯერა, რომ გუნდს დატოვებს – ზიდანი “რეალში” დარჩება! ამ წუთისათვის “რეალი” ზიდანის გარეშე ვერ წარმომიდგენია. ზიზუ ჩემთან ყოველთვის გულწრფელი იყო და ახლო ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. რა თქმა უნდა ის მწვრთნელია, მაგრამ ჩემთვის უფროსი ძმასავითაა”, – აღნიშნა კარიმ ბენზემამ.

ბენზემას ფენომენალური სეზონის მიუხედავად, “რეალი” ტიტულის გარეშე დარჩა. ლა ლიგის ჩემპიონი “ატლეტიკო” გახდა – “კოპა დელ რეის” კი “ბარსელონა” დაეუფლა.

ბენზემა | ვფიქრობ ზიდანი რეალში დარჩება

სტატიის ავტორი
-