20 წლის წინ, “მანჩესტერ იუნაიტედისა” და ინგლისის საფეხბურთო ნაკრების ლეგენდამ, საბერძნეთს ულამაზესი და უმნიშვნელოვანესი გოლი გაუტანა.
“ოლდ ტრაფორდზე” გამართულ შეხვედრაში, ინგლისი საბერძნეთთან 1:2 მარცხდებოდა, თუმცა მატჩის მიწურულს დევიდ ბექჰემმა საკულტო გოლი გაიტანა და ანგარიში გაათააბრა. ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ, ინგლისმა 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება გაინაღდა.
![ბექჰემის ლეგენდარული გოლიდან 20 წელი გავიდა - იხილეთ მისი ემოციები | VIDEO 1 video](https://www.live.ge/wp-content/uploads/2021/10/222.png)
“ოლდ ტრაფორდზე” შეკრებილ ინგლისის გულშემატკივრებს ბექჰემის გოლი სამუდამოდ ემახსოვრებათ, ხოლო მათ ვისაც სტადიონზე ყოფნის საშუალება არ მიეცა BBC-ის რადიოს ეთერში, კომენტატორმა ალან გრინმა არანაკლებ ფანტასტიკური სურათი დაუხატა და ბექჰემის გოლი ემოციურად აღნიშნა. 20 წლის შემდეგ, დევიდ ბექჰემი ალან გრინის კომენტარს პირველად უსმენს. Instagram-ზე განთავსებულ ვიდეოში ბექჰემს ემოციების შეკავება უჭირს.
View this post on Instagram