ბერნარდო სილვას პორტუგალიაში დაბრუნება სურს

“მანჩესტერ სიტის” ვარსკვლავი – ბერნარდო სილვა პორტუგალიაში დაბრუნების სურვილს გამოთქვავს. სილვას მტკიცებით, მას “ბენფიკაში” თავის გამოჩენის შესაძლებლობა არ მიეცა, რის გამო იგი აუცილებლად დაბრუნდება პორტუგალიურ გრანდში.

“ქალაქელთა” ვარსკვლავი “ბენფიკას” ახალგაზრდულ გუნდში 7 წლის ასაკში ჩაირიცხა. ძირითად გუნდში მისი დებიუტი 2013/14 წლების სეზონში შედგა თუმცა ბერნარდო სილვამ “ბენფიკას” მაისური მხოლოდ 3 შეხვედრაში მოირგო, რის შემდეგაც “მონაკოს” შეუერთდა.

“არ ვიცი რა გიპასუხოთ. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს არ მოხდება 1,2,3 ან 4 წლის შემდეგ. დიდებული კლუბის წევრი ვარ. მანჩესტერული კარიერით კმაყოფილი ვარ და ჯერ გუნდის დატოვება არ მსურს – ასევე არ მსურს, რომ “ბენფიკას” საკმაოდ ასაკოვანი შევუერთდე. მინდა პორტუგალიაშია იმ დროს დავბრუნდე, რომ ჯერ კიდევ შემეძლოს მაღალ დონეზე თამაში – მინდა ჩემს გუნდს ტიტულების მოპოვებაში დავეხმარო.

“აგიხსნით რატომ მსურს დაბრუნება. “ბენფიკას” გულშემატკივარი ვარ. სამწუხაროდ ძირითად გუნდში თავის გამოჩენის შესაძლებლობა არ მომეცა, რის შემდეგაც “მონაკოს” შევუერთდი. გულდაწყვეტილი ვიყავი – მსურს კვლავ “ბენფიკაში” დაბრუნება. ერთ დღეს აუცილებლად დავბრუნდები”, – აღნიშნა ბერნარდო სილვამ.

ბერნარდო სილვას პორტუგალიაში დაბრუნება სურს

სტატიის ავტორი
-