ბრაზილიელი რონალდოსა და როდრიგოს   ინტერვიუს მხიარულმა მომენტმა ინტერნეტი მოიცვა | VIDEO

შვეიცარიასთან მოგების შემდეგ, როდრიგომ ბრაზილიელ რონალდოსთან ინტერვიუ ჩაწერა, რომლის ერთ-ერთი მონაკვეთი სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარული გახდა.

21 წლის ფეხბურთელმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორი იყო მისი პირველი მსოფლიო ჩემპიონატის გამოცდილება. ინტევიუს დასრულებისას “კიჭამ” ახალგაზრდა სპორტსმენს წარმატებები უსურვა. საპასუხოდ კი, როდრიგო ჯერ ლეგენდარული ფეხბურთელის, შემდეგ კი, საკუთარ ფეხებს შეეხო.

შვეიცარიასთან მოგებული შეხვედრის შემდეგ, ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრებმა 1/8 ფინალში ასპარეზობა გაინაღდა. მომავალი მატჩი “პენტაკამპეონეს” კამერუნის წინააღმდეგ ელის. აღნიშნული დაპირისპირება 2 დეკემბერს, 23:00 საათზე გაიმართება.

ბრაზილიელი რონალდოსა და როდრიგოს ინტერვიუს მხიარულმა მომენტმა ინტერნეტი მოიცვა | VIDEO

სტატიის ავტორი
-