ბუნდესლიგა დორტმუნდი შალკეს დაპირისპირებით განახლდება

თითქმის 2-თვიანი პაუზის შემდეგ, ბუნდესლიგა ბრუნდება. ოფიციალური პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბუნდესლიგა 16 მაისს, “დორტმუნდი” “შალკეს” დაპირისპირებით განახლდება.

გერმანიის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მატჩები გულშემატკივრის გარეშე – ცარიელი ტრიბუნების ფონზე გაიმართება. “რურის დერბი”, რომელშიც “დორტმუნდი” “შალკეს” უმასპინძლებს 16 მაისს, თბილისის დროით 17:30 საათზე გაიმართება. პარალელურად გასამართ შეხვედრაში “ლაიფციგი” “ფრაიბურგის” დამარცხებას შეეცდება. მიუნხენის “ბაიერნი” კი 17 მაისს “უნიონ ბერლინს” ესტუმრება.

 

ბუნდესლიგა დორტმუნდი შალკეს დაპირისპირებით განახლდება

სტატიის ავტორი
-