ბუფონი: “სახლში დავბრუნდი”

ლეგენდარული იტალიელი მეკარე, ჯანლუიჯი ბუფონი, ტურინის “იუვენტუსს” დაუბრუნდა. “დავბრუნდი, რადგან ქალბატონისგან შემოთავაზებაზე უარის თქმა შეუძლებელია. დავბრუნდი, რადგან ეს ჩემი სახლია!” განაცხადა ბუფონმა.

ცნობილია, რომ ბუფონი “იუვენტუსში” 77 ნომრით ითამაშებს: “შესნი პირველ ნომერს მთავაზობდა, კიელინიმ კი მითხრა, რომ კაპიტნის სამკლავურს დამიბრუნებდა, თუმცა არავის არაფერს წავართმევ, ტურინში დავბრუნდები და უბრალოდ, 77 ნომრით ვითამაშებ,” განაცხადა მან.

 

ბუფონი: “სახლში დავბრუნდი”

სტატიის ავტორი
-