ბუსკეტსი: “რთულია ასეთ დამარცხებასთან შეგუება”

კატალონიის “ბარსელონას” ნახევარმცველმა, სერხიო ბუსკეტსმა, ჩემპიონთა ლიგაზე მოულოდნელი და ამასთან, გამანადგურებელი მარცხის (4:0) შემდეგ, განცხადება გააკეთა.

“რთულია ასეთ წაგებასთან შეგუება. ფაქტია, რომ მეტოქემ გვაჯობა და მათ პრესინგთან გამკლავება გაგვიჭირდა. გოლის გატანის შემდეგ “ლივერპულმა” უფრო მეტად მოუმატა თამაშს, ჩვენ კი 1 გოლის გატანას ვცდილობდით, რომელიც თამაშს მთლიანად შეცვლიდა. სამწუხაროდ, ამისი გაკეთება ვერ შევძელით,” აღნიშნა კატალონიელთა საყრდენმა ნახევარმცველმა.

ასევე იხილეთ: ვეინალდუმის საოცარი ცრუმოძრაობა – დამცირებული ბუსკეტსი და არტური

 

ბუსკეტსი: “რთულია ასეთ დამარცხებასთან შეგუება”

სტატიის ავტორი
-