ჩელსი ლიდსს რაფინიას ტრანსფერზე შეუთანხმდა

ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და ,,ლიდს იუნაიტედის” შემტევი, რაფინია ლონდონის ,,ჩელსიში” გადასვლასთან ახლოსაა. ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, კლუბებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია და ,,არისტოკრატები” მზად არიან, 25 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ, რომლითაც ,,ბარსელონა” და ,,არსენალიც” ინტერესდებიან, 60-65 მილიონი ფუნტი გადაიხადონ.

როგორც რომანო წერს, მოლაპარაკებები ახლა ,,ჩელსისა” და რაფინიას აგენტს, დეკუს (ბარსელონასა და ჩელსის ყოფილი ფეხბურთელი) შორის მიმდინარეობს და მხარეები კონტრაქტის პირობებს განიხილავენ.

რაფინია ,,ლიდსში” 2020 წლიდან თამაშობს. გასულ სეზონში ბრაზილიელმა ინგლისური გუნდის მაისურით ჩატარებულ 36 შეხვედრაში 11 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.


ჩელსი ლიდსს რაფინიას ტრანსფერზე შეუთანხმდა

სტატიის ავტორი
-