ჩელსის გულშემატკივრებმა ტიმო ვერნერს დასცინეს

გუშინ გერმანიის ბუნდესლიგის ტურში “ლაიპციგი” “პადერბორნს” დაუპირისპირდა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

მატჩის ერთ-ერთ ეპიზოდში ტიმო ვერნერმა ცარიელ კარში ვერ გაიტანა, რამაც “არისტოკრატების” გულშემატკივრებს ქილიკის საბაბი მისცა.

სოციალურ ქსელში გულშემატკივრებმა გაავრცელეს ხსენებული მომენტი და დააწერეს: “ჩვენ ახალი ალვარო მორატა ვიყიდეთ?”

 

ჩელსის გულშემატკივრებმა ტიმო ვერნერს დასცინეს 1

შეგახსენებთ, რომ ლონდონის “ჩელსიმ” სულ ახლახანს გაასაჯაროვა ტიმო ვერნერის ტრანსფერი. გერმანელი ფეხბურთელი შემდეგი სეზონიდან “არისტოკრატების” რიგებში იასპარეზებს.

ჩელსის გულშემატკივრებმა ტიმო ვერნერს დასცინეს

სტატიის ავტორი
-