ჩელსიმ მუდრიკის ტრანსფერი დაადასტურა

უკრაინის ეროვნული ნაკრების შემტევი, მიხაილო მუდრიკი ლონდონის ,,ჩელსის” ფეხბურთელია.

22 წლის გარემარბმა ,,არისტოკრატებთან” 8.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

,,ჩელსიში გადმოსვლით ძალიან ბედნიერი ვარ. ეს უდიდესი გუნდია, რომელიც ფანტასტიკურ ლიგაში თამაშობს. ჩემთვის, კარიერის ამ ეტაპზე, ეს მიმზიდველი პროექტია. გრემ პოტერთან ერთად მუშაობის დაწყებას მოუთმენლად ველი,” – განაცხადა მუდრიკმა.

იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს, ცნობით, ,,არისტოკრატებს” უკრაინელის ტრანსფერი 100 მილიონი ევრო დაუჯდათ.

მუდრიკის გადაბირებით კიდევ ერთი ინგლისური კლუბი, ლონდონის ,,არსენალიც” ინტერესდებოდა.

მიმდინარე სეზონში 22 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე ,,შახტარის” მაისურით ჩატარებულ 18 შეხვედრაში 10 გოლი და 8 საგოლე გადაცემა იყო.

https://twitter.com/ChelseaFC/status/1614628985903742979

ჩელსიმ მუდრიკის ტრანსფერი დაადასტურა

სტატიის ავტორი
-