ჩელსის ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდგინდა

“არისტოკრატები” იზოლაციაში გადავიდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, “ჩელსის” ფეხბურთელები თვითიზოლაციაში იმყოფებიან და კლუბის ყველა დაწესებულება დაიხურა.

აღნიშნულის მიზეზი კალუმ ჰადსონ-ოდოის ტესტზე მიღებული დადებითი პასუხია – “ჩელსის” ახალგაზრდა ვინგერს კორონავირუსი დაუდგინდა.

“კალუმ ჰადსონ-ოდოის ტესტზე დადებითი პასუხი მივიღეთ. უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე, ჰადსონ-ოდოისთან კავშირში მყოფი ყველა ფეხბურთელი თვითიზოლაციაში გადავიდა.”

“თვითიზოლაცია ეხება “ჩელსის” ძირითადი გუნდის ყველა წევრს. ფეხბურთელებს, სამწვრთნელო შტაბსა და პერსონალს. მიუხედავად კორონავირუსის ტესტზე მიღებული დადებითი პასუხისა 19 წლის ჰადსონ-ოდოი თავს კარგად გრძნობს და მოუთმენლად ელის ვარჯიშის გაგრძელების შესაძლებლობას”, – აღნიშნულია “ჩელსის” განცხადებაში.

ჩელსის ფეხბურთელს კორონავირუსი დაუდგინდა

სტატიის ავტორი
-