ჩემბერლენი: კლოპი დასვენების საშუალებას არ გვაძლევს

რამდენიმე დღის წინ “ლივერპულმა” ნანატრი პრემიერ ლიგის ტიტული მოიპოვა და ჩემპიონის რანგში პირველივე შეხვედრა, “მანჩესტერ სიტისთან” 4:0 დათმო, რამაც იურგენ კლოპის უკმაყოფილება გამოიწვია.

ოქსლეიდ ჩემბერლენმა “ევრო სპორტთან” საუბრისას აღნიშნა, რომ მათ მთავარ მწვრთნელს დარჩენილი ყველა თამაშის მოგება სურს, ისე როგორც ეს ნამდვილ ჩემპიონებს შეეფერებათ.

-“ჩვენ შესვენების დრო არ გვაქვს, კლოპი ყოველდღიურად გვავარჯიშებს. ზოგადად, როდესაც გუნდი ჩემპიონი ხდება ისინი რელაქსაციას იღებენ, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ასე არ არის. იურგენს სურს, რომ დარჩენილი ყველა მატჩი მოვიგოთ.”

-“იყო ამ გუნდის ნაწილი, რომელმაც ნანატრი პრემიერ ლიგა მოიგო, მართლაც პატივია”

შეგახსენებთ, რომ ჩემბერლენმა მიმდინარე სეზონში 37 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.

ჩემბერლენი: კლოპი დასვენების საშუალებას არ გვაძლევს

სტატიის ავტორი
-