ალაბა ვაქცინის აფრიკაში გამოცდაზე – ექიმები არიან თუ კლოუნები?

ორმა ფრანგმა ექიმმა ადგილობრივ ტელევიზიაში ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის აფრიკაში გამოცდა შესაძლებელი იქნება.

აღნიშნული მოსაზრება საჯაროდ გააკრიტიკა “ბაიერნის” ფეხბურთელმა, დავიდ ალაბამ. ავსტრიელმა მცველმა ექიმების მოსაზრებას რასიზმი უწოდა.

“COVID-19-ის ვაქცინის აფრიკაში გამოყენება? ეს ორნი ექიმები არიან თუ კლოუნები? ეს რასიზმის გამოვლინებაა, რომელსაც ვერასდროს წარმოვიდგენდი. სამარცხვინო და მიუღებელი! ჩვენ ყველა ერთად უნდა დავდგეთ და ვიბრძოლოთ ვირუსის წინააღმდეგ,” – თქვა ალაბამ.

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ბოლო პერიოდში პოპულარული გახდა მოსაზრება იმის შესახებ, რომ ტუბერკულიოზის ვაქცინა, შესაძლოა, ეფექტური აღმოჩნდეს ახალი ვირუსის წინააღმდეგ. სწორედ ამის შესახებ ისაუბრა ხსენებულმა ორმა ექიმმა ინტერვიუში.

კორონავირუსის გავლენა სპორტზე – გაიგეთ მეტი

ალაბა ვაქცინის აფრიკაში გამოცდაზე – ექიმები არიან თუ კლოუნები?

სტატიის ავტორი
-